მკვლელობა

ცხვარიჭამიაში მოკლული კაცის საქმეზე სასამართლომ 8 პირიდან 5 გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

IPN

28 ივლისს ცხვარიჭამიაში მოკლული 20 წლის მირიან კუკავას განზრახ მკვლელობის საქმეზე მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 8 დაკავებულიდან 5 პირი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა ჯგუფურ ხულიგნობაში ბრალდებული 3 და ცრუ ინფორმაციის მიწოდებასა და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ეჭვმიტანილი 2 ადამიანი.

პროცესზე დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გადაისინჯა და 3 პირის მიმართ ძალაში დარჩა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მკვლელობა 28 ივლისს მოხდა. ცხვარიჭამიაში ახალგაზრდები დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.

კომენტარები