ევროპული საქართველო

ბოკერია: ოცნება არ ინტერესდება პუტინისტთა დაფინანსების წყაროებით, მათთან ერთსულ, ერთხორცაა

ბუნებრივია, ეს უნდა განვიხილოთ როგორც კიდევ ერთი მტკიცებულება და სიმპტომი ჩვენი მოსახლეობისთვის ასახსნელად - თუ რა რეჟიმთან გვაქვს საქმე. 

ამ ხალხს არ აინტერესებს ქვეყნის მტრები და ქვეყნის მტრებთან დაკავშირებული ჯგუფები, პირდაპირ პუტინისტები საიდან ფინანსდებიან, აღარაფერს ვამბობ მათი სამთავრობო და გარშემო მყოფი ხალხის დაფინანსებაზე, პირდაპირ რომ იძახიან - აქ რუსეთის ბაზა უნდა იყოს
და საქართველო სახელმწიფო არ უნდა იყოსო. პრაქტიკულად ამას ვინც იძახის, იმათ დაფინანსებაზე არც ინტერესი აქვთ და არც არასდროს არაფერი არ უქნიათ, იმიტომ რომ ისინი ერთსულ და ერთხორც არიან.

საპირისპიროდ, თუ ვინმე არის დაკავშირებული თავისუფალ სამყაროსთან, იქ არის ბევრი კითხვები და იქ უნდა აწარმოონ ასეთი კამპანია, იმისთვის რომ საერთოდ ყველაფრის დისკრედიტაცია მოახდინონ. ეს არის პუტინისტური რეჟიმებისთვის დამახასიათებელი.

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში რამდენიმე ყველაზე დიდი არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსების წყაროები გაუმჭვირვალეა და "ეს რისკებს ქმნის".

კომენტარები