ივანიშვილის დეპუტატები

კობახიძე ივანიშვილის დეპუტატებზე: რომ ვთამაშობდეთ, დავმალავდით რაღაცებს, დასამალი არაფერია

ძალიან მარტივად განივარტება ეს ყველაფერი - ფორმალურადაც და არაფორმალურადაც. ჩვენი 4 კოლეგა პარლამენტარი აღარ არის ჩვენი პარტიის წევრი, შესაბამისად, ფრაქციის წევრი, მაგრამ ისინი რჩებიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრებად. ყველა ქვეყანაში არის გავრცელებული ეს პრაქტიკა, აუცილებელი არ არის, რომ უმრავლესობა შედგებოდეს ერთი პარტიის წარმომადგენლებისგან. მათ აქვთ ნათქვამი, რომ მხარს დაუჭერენ ჩვენს საპარლამენტო ინიციატივებს, რაც ჩვენთვის, ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენს ფრაქციას დღეს აქვს 80 ხმა საქართველოს პარლამენტში, 76 ხმა სჭირდება გადაწყვეტილების მიღებას. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ სათანადო ხმების რეზერვი გვქონდეს. მათ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, მართალია, დატოვეს პარტია, მაგრამ ისინი მხარს უჭერენ უმრავლესობის პოზიციებს და, აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანია. ხმები ჩვენთვის მნიშნელოვანია, თითოეული პარლამენტარის ხმა არის მნიშვნელოვანი, იმისათვის, რომ სტაბილური უმრავლესობა არსებობდეს პარლამენტში. აქედან გამიმდინარე, ძალიან მარტივი ასახსნელია ის, რაც იხილა საზოგადოებამ. 

ჩვენ რომ ვთამაშობდეთ, დავმალავდით რაღაცებს. დასამალი არაფერი გვაქვს, არც საზოგადოების წინაშე და არც არავის წინაშე. ყველაფერი არის აბსოლუტურად ღია და გაცხადებული. ჩვენ გვქონდა ერთ საკითხზე უთანხმოება ამ 4 პარლამენტართან, ეს საკითხი იყო, რა დოზით უნდა ყოფილიყო ნათქვამი რაღაცები საზოგადოების წინაშე. ჩვენ დღესაც ასე ვთვლით, რომ არის რაღაც დელიკატური საკითხები, რაზეც საჯაროდ საუბარი არ არის მიზანშეწონილი და ამ საკითხებზე ჩვენ უნდა ვისაუბროთ დახურულ კარს მიღმა ჩვენს პარტნიორებთან. იყო მათი მხრიდან მოსაზრება გამოთქმული იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაცებთან დაკავშირებით მეტი სიმართლე უნდა ითქვას საზოგადოების წინაშე, იმისათვის, რომ ხალხი იყო მეტად დაცული. ამაზე ახლაც ვერ ვთანხმდებით, ეს არის უთანხმოების, პრინციპში, ერთადერთი საგანი ჩვენს შორის. რაც შეეხება უმრავლესობას, უმრავლესობაში ისინი რჩებიან, დასამალი არაფერი არ არის, არაფერი არ კეთდება ფარულად. არის ერთ საკითხზე უთანხმოება, მაგრამ ისინი არიან უმრავლესობის წევრები და მათი ხმები არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. რომ გვდომოდა რამის დამალვა, ამას, რა თქმა უნდა, დავმალავდით. 

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ივანიშვილის დეპუტატებზე, რომლებიც 10 სექტემბერს კაჭრეთში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომას დაესწრნენ

კომენტარები