ლარის კურსი

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა – 12 სექტემბრის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან მიმართებით 1.07 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან 0.37 თეთრით გაუფასურდა. 12 სექტემბრის ბოლოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8342 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.8736 ლარი.

კომერციულ ბანკებში ერთი დოლარის ღირებულება 2.88 ლარია, ერთი ევროსი - 2.93 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.84 თეთრად შეგიძლიათ, ევროსი - 2.88 ლარად.

წინა კვირის დასაწყისში ევრო დოლართან მიმართებით პარიტეტს ჩამოცდა - €1-ს ღირებულება $0.9881 იყო, რაც 2002 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ბოლო დღეებში ევროს ღირებულებამ მოიმატა.

24 თებერვლიდან დღემდე, ევრომ დოლართან მიმართებით თავისი ღირებულების დაახლოებით 12% დაკარგა. ევროკავშირის 19 ქვეყნის ერთიანი ვალუტის გაუფასურება დიდწილად დოლარის სიძლიერითა და ევროზონის ეკონომიკური ზრდის პროგნოზების გაუარესებითაა განპირობებული. 

კომენტარები