პირდაპირ გეტყვით, რომ ისეთი მსუბუქი ყოფაქცევის პარტია, როგორიც არის ნაციონალური მოძრაობა, მსოფლიოში არ არსებობს. ხან რომელ ქვეყანას უწვებიან, მტრულს და ხან რომელ მოყვარეს, ამას მნიშვნელობა არ აქვს, აგენტი აგენტია. რა თქმა უნდა, მტრის ინტერესის გამტარებელი კიდევ უფრო უარესია, თუმცა, ბევრად ნაკლები არ არის სხვა ნებისმიერი ქვეყნის ინტერესების გამტარებელიც. ნაცები ყოველთვის ცდილობენ, როდის როგორც აწყობთ, იმ ქვეყნის ინტერესი გაატარონ. ჩვენ კი სხვა რამეს ვცდილობთ. ჩვენ ვცდილობთ, საქართველოს ინტერესებიდან გამოვიდეთ. ისინი საქართველოს ინტერესებს მერე პიარულად რუსულ ინტერესებს არქმევენ. ჩვენ ყოველთვის გამოვდივართ საქართველოს სახელწმიფოს ეროვნული ინტერესებიდან და ყველამ დაიმახსოვროს, რაც არ უნდა რომელი ქვეყნის ინტერესებიც არ უნდა ატარონ, ელენე ხოშტარიამ რუბლების სანაცვლოდ, სხვამ სხვა რაღაცების სანაცვლოდ, საბოლოო ჯამში, ყველა სხვა ქვეყნის ინტერესი მეორეხარისხოვანი იქნება და პირველ პლანზე საქართველოს ეროვნული ინტერესი იქნება. სწორედ ამას არ გვპატიობენ, ამისთვის გვებრძვიან და შესაბამისად, ერთი მხრივ, რეზოლუცია არ დაავიწყდეთ, სადაც ქართველ ჯარისკაცებს ჩაუწერეს, რომ ომი მათ დაიწყეს და ნაცებმა ამაზე მოუწერეს რუსებს ხელი, წარმოიდგინეთ.
tbl.ge/64m6
დაკოპირდა

თქვა ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ამავე თემაზე
- ყაველაშვილი: ხალხის თანადგომით მოვახერხეთ ჭეშმარიტი სუვერენიტეტისკენ სვლის დაწყება
- ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
- ოცნება ახალ უმაღლეს სასწავლებელს, დიპლომატიის აკადემიას ქმნის
- ივანიშვილის ხედვამ განსაზღვრა გზა, რომელმაც ქვეყანა გარდამტეხ ეტაპამდე მიიყვანა - კობახიძე
- ზარქუა ალიანსზე: ერთი სტრატეგია აღმაშენებელია ახალი სახე, მეორე მე - ჩინეთის იმპერატორი




