რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მედვედევი: კიევის რეჟიმის მიმართ წაყენებული ამჟამინდელი ულტიმატუმები ჯერ მხოლოდ მოთელვაა

Telegraph

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი აცხადებს, რუსეთის უკრაინის მიმართ წაყენებული მოთხოვნები, ჯერ მხოლოდ "მოთელვაა". ამით ის უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან კონსტრუქციულობის სურვილსა და მზაობას ვერ ხედავს. შესაბამისად, უახლოეს მომავალში მოლაპარაკების პროცესის განახლებას გამორიცხავს. 

"ვიღაც ზელენსკიმ თქვა, რომ ის არ გამართავს დიალოგს მათთან, ვინც ულტიმატუმებს აყენებს. ახლანდელი "ულტიმატუმები" არის ბავშვური მოთელვა მომავლის მოთხოვნებისთვის. მან [ზელენსკიმ] იცის ეს - კიევის რეჟიმის სრული კაპიტულაცია რუსეთის პირობებით" - აცხადებს მედვედევი. 

უკრაინულმა ძალებმა 6 სექტემბრიდან, ბოლო ხუთ დღეში ფრონტი დაახლოებით 70 კილომეტრით გაარღვია და 3 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია დაიკავა, რაც  აპრილიდან მოყოლებული ყველა ოპერაციის შედეგად რუსი სამხედროების მიერ ოკუპირებული ტერიტორიებზე მეტია. 

უკრაინული ძალები ხარკოვის ოლქში რუსეთის ჩრდილოეთ დონბასის ღერძს ანადგურებენ. კვლევის თანახმად, უკრაინულმა ძალებმა მიაღწიეს პოზიციებს რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან 15-25 კილომეტრში ჩრდილო-აღმოსავლეთ ხარკოვის ოლქში, იზიუმის ჩრდილოეთ გარეუბანში და ლიმანის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ გარეუბანში.

მიმოხილვის მიხედვით, მოულოდნელი სისწრაფით წარმართული უკრაინის კონტრიერიშის შედეგად რუსების ჩრდილოეთ დონბასის დაჯგუფება კოლაფსს განიცდის. ამასთაანვე, რუსი სამხედროები ვერ ახერხებენ ქალაქ იზუმიდან ორგანიზებულად უკან დახევას.

უკრაინამ ბოლო დღეებში ხარკოვის რეგიონში განხორციელებული დიდი კონტრშეტევის შედეგად დაიბრუნა კონტროლი ორ მთავარ ქალაქზე კუპიანსკისა და იზუმზე. რუსეთი ბალაკლიასა და იზიუმიდან უკან დახევას ადასტურებს. უკრაინული მედია Unian-ი თავდაცვის ძალების პრესცენტრის ხელმძღვანელ ნატალია გუმენიუკზე დაყრდნობით წერს, რომ სამხრეთით კონტრშეტევის შედეგად უკრაინელი მებრძოლები ათობით კილომეტრით დაწინაურდნენ.

კომენტარები