რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შმიგალი: ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს აშშ-თან გაზის შესაძენად $1.5 მილიარდის გამოყოფის თაობაზე

Денис Шмигаль / Telegram

უკრაინის პრემიერმინისტრი, დენის შმიგალი აშშ-ს სახელმწიფო ხაზინის მდივანს, ჯანეტ იელენს ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხზე ესაუბრა.

შმიგალის ინფორმაციით, უკრაინა გაზის შესყიდვის თაობაზე შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

"ჩვენ გაზის შესაძენად აშშ-ს Eximbank-თან $1.5 მილიარდის ოდენობის თანხის გამოყოფაზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ". - წერს შმიგალი.

უკრაინის პრემიერმინისტრმა ჯანეტ იელენს გაწეული დახმარების გამო მადლობა გადაუხადა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები