ლარის კურსი

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა – 9 სექტემბრის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან მიმართებით 0.94 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან 1.27 თეთრით გაუფასურდა. 9 სექტემბრის ბოლოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8449 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.8699 ლარი.

კომერციულ ბანკებში ერთი დოლარის ღირებულება 2.89 ლარია, ერთი ევროსი - 2.92 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.85 თეთრად შეგიძლიათ, ევროსი - 2.87 ლარად.

კვირის დასაწყისში ევრო დოლართან მიმართებით პარიტეტს ჩამოცდა - €1-ს ღირებულება $0.9881 იყო, რაც 2002 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ბოლო დღეებში ევროს ღირებულებამ ოდნავ მოიმატა.

24 თებერვლიდან დღემდე, ევრომ დოლართან მიმართებით თავისი ღირებულების დაახლოებით 12% დაკარგა. ევროკავშირის 19 ქვეყნის ერთიანი ვალუტის გაუფასურება დიდწილად დოლარის სიძლიერითა და ევროზონის ეკონომიკური ზრდის პროგნოზების გაუარესებითაა განპირობებული. 

კომენტარები