დიდი ბრიტანეთი

პაპი: ვუერთდები ლოცვაში მათ, ვინც ელისაბედ II-ის გარდაცვალებას გლოვობენ

პაპი ფრანცისკე გამოეხმაურა გაერთიანებული სამეფოს დედოფლის, ელისაბედ II გარდაცვალებას გამოეხმაურა.

"ვუერთდები ლოცვაში მათ, ვინც მის გარდაცვალებას გლოვობენ დედოფლის სამუდამო განსასვენებლისთვის და პატივს მივაგებ მის ერისა და თანამეგობრობის სიკეთისთვის შეუპოვარი სამსახურის ცხოვრებას". – თქვა პაპმა ფრანცისკემ.

8 სექტემბერს გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ II 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ბუკინგემის სასახლე ავრცელებს. 

ელისაბედი მონარქის ტიტულს 70 წლის განმავლობაში იკავებდა.

8 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ დედოფლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და ბალმორალის სასახლეში სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა. 

გაერთიანებული სამეფოს დედოფლის, ელისაბედ II-ის ჯანმრთელობის გაუარესების ფონზე, სამეფო ოჯახის წარმომადგენლები ბალმორალის სასახლეში იკრიბებოდნენ.

გაერთიანებული სამეფოს ტახტს პრინცი ჩარლზი დაიკავებს. 

კომენტარები