რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

19 სექტემბრიდან რუსები პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში შენგენის ვიზით ვეღარ იმოგზაურებენ

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ურმას რეინსალუმ გამოაცხადა, რომ 19 სექტემბრიდან რუსეთის მოქალაქეები ესტონეთში, ლიტვაში, ლატვიასა და პოლონეთში შენგენის ვიზებით მოგზაურობას ვეღარ შეძლებენ.

"ესტონეთს აქვს პოლიტიკური უფლება, რომელსაც სამართლებრივ სფეროში ვახორციელებთ. 18 სექტმებრის ღამეს, 19 სექტმებრის დადგომისას რუსეთის მოქლაქეებისთვის შენგენის გარე საზღვრის გავლით ესტონეთში შესვლის აკრძალვა ამოქმედდება, მიუხედავად იმისა, თუ რომელ ქვეყანაშია გაცემული შენგენის ვიზა. არ ჩამოხვიდეთ ესტონეთში, თქვენი ჩამოსვლა აქ არ უხარიათ". – თქვა რეინსალუმ. 

"ლატვიასთან, ლიტვასთან და პოლონეთთან ერთად გვსურს მნიშვნელოვნად შევზღუდოთ რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა, რომელთა მიზანი ტურიზმია. დღეს, ლატვიის, ლიტვის და პოლონეთის პრემიერმინისტრებთან ერთად, გავაკეთებთ განცხადებას ამ საკითხთან დაკავშირებით". – დაამატა რეინსალუმ. 

შეზღუდვა არ შეეხებათ დისიდენტებს, ჰუმანიტარულ შემთხვევებს, მათ, ვისაც ამკრძალავ ქვეყნებში ოჯახის წევრები ჰყავთ და მათ, ვისაც ცხოვრების უფლება გააჩნიათ.

კომენტარები