საქართველოს პარლამენტი

ოქრიაშვილი: დღესაც ვთვლი, რომ გირჩი და მოქალაქეები ქართული ოცნების მოკავშირეები არიან

დღესაც ვთვლი, რომ გირჩი და მოქალაქეები ოცნების მოკავშირეები არიან. ამაზე მიუთითებს გადამწყვეტ პოლიტიკურ მომენტებში მათი ქმედებები და ნაბიჯები, რომელიც ემთხვევა ქართული ოცნების ნაბიჯებს და პირდაპირ იკითხება ქართული ოცნების დაკვეთად. ეს არის ჩემი პოლიტიკური შეფასება და ამაში შეურაცხმყოფელი არაფერია. თუ მათთვის ოცნების მოკავშირეობა შეურაცხმყოფელია, მაშინ ნუღარ იქნებიან მათი მოკავშირეები.

საპარლამენტო მმართველობას ახასიათებს მოკავშირეობრივი კოალიციების შექმნა, ამიტომ არ არის გამორიცხული, მომავალში გირჩი ნაციონალური მოძრაობის, ლეიბორისტების ან ნებისმიერი სხვა პარტიის მოკავშირედ ვიხილოთ. თუმცა მეეჭვება, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში 2 %-იანი ბარიერი გადალახონ.

ყველაფერი დანარჩენი ჭორაობაა!

პარლამენტის დეპუტატი, კახა ოქრიაშვილი ტაბულასთან გირჩის ლიდერს, ოაგო ხვიჩიას ეხმიანება, რომელმაც პლენარულ სესიაზე თქვა, რომ ოქრიაშვილი "საქმის გასარჩევად ჩემს მეგობრებთან მისულა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ მას შეურაცხყოფა მივაყენეთ". 

კომენტარები