საქართველოს პარლამენტი

ზარქუა: ხაბეიშვილის გამო სიდედრი ერთი კვირა სახლში არ მიშვებდა

ხაბეიშვილი საკრებულოში ყოფნისას წლის მასხარა გახდა. წლიდან წლამდე ლიდერია ამ ნომინაციაში და ისევ აგრძელებს ამ თემას. რაში დაიმსახურა იცით ეს ნომინაცია?

2018 წელს საკრებულოში გვიჩივლა მე და ჩემს სიდედრს. 3 მილიონის ქონება გადაუფორმა ზარქუამ თავის სიდედრს 2016-შიო. აღმოჩნდა, რომ ის ხალხი იქ 70-იანი წლებიდან ცხოვრობს, მე დაბადებულიც არ ვიყავი და ერთი კვირა სახლში არ მიშვებდა სიდედრი. გვიჩივლა და პროკურატურაში დავდიოდით ჩვენებაზე. ამას აგრძელებს ახლაც. 

ახლა თქვა ირაკლი კობახიძეზე, არშემდგარი ადამიანიო. ადამიანზე, რომელმაც გერმანიაში მიიღო განათლება, ხარისხი დაიცვა, ერთ-ერთი ევროპული კონსტიტუციის შემოქმედია და ვინ ლაპარაკობს? ხაბეიშვილი, რომელიც შემდგარი მასხარაა. 

ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლიო ზარქუა, ენმ-ს წევრის, ლევან  ხაბეიშვილის ირაკლი კობახიძეზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ოპოზიციონერმა დეპუტატმა კობახიძე "შეუმდგარ რუსის მოურავად" მოიხსენია. პარლამენტში საშემოდგომო სესია გაიხსნა. 

კომენტარები