აფეთქება ქაბულში

ქაბულში, რუსეთის საელჩოსთან მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო

ქაბულში, რუსეთის საელჩოსთან მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო

ჯგუფმა 5 სექტემბერს ტელეგრამით დაწერა, რომ მისმა წევრმა ქაბულში "თვითმკვლელის ჟილეტი ააფეთქა თავშეყრაზე, რომელსაც რუსი თანამშრომლები ესწრებოდნენ".

თავდასხმას ასევე ემსხვერპლა ოთხი ავღანელი, რომლებიც საკონსულოს მომსახურებას ელოდნენ, დაიჭრა კიდევ 10-ზე მეტი პირი - უთხრა ქაბულის პოლიციის პრესმდივანმა, ხალიდ ზადრანმა რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურს.

რუსეთი ერთ-ერთია იმ რამდენიმე ქვეყანას შორის, რომლებმაც ქაბულში მოქმედი საელჩო დატოვეს, ქვეყნის სათავეში 2021 წლის აგვისტოში თალიბანის მოსვლის შემდეგ.

კომენტარები