აფეთქება ქაბულში

ქაბულში რუსეთის საელჩოსთან აფეთქება მოხდა

ავღანეთის დედაქალაქში, ქაბულში, რუსეთის საელჩოსთან, 5 სექტემბერს აფეთქება მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, არიან დაღუპულები. დაზარებულებს შორის შეიძლება იყვნენ რუსი დიპლომატები.

ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ მიიჩქარის სასწრაფო დახმარების მანქანა აფეთქების ადგილზე.

Reuters-ის მიხედვით, აფეთქება თვითმკვლელმა მოაწყო. სააგენტო თალიბანზე დაყრდნობით ასევე იტყობინება, რომ ავღანეთის შეიარაღებულმა დაცვამ თავდასხმის მონაწილეს ცეცხლი გაუხსნა.

პოლიციის ოფიცერმა, მავლავი საბირმა სააგენტოს უთხრა, რომ თავდამსხმელი მოკლეს. საბირის თქმით, თავდამსხმელმა აფეთქება მოახდინა, როცა დაცვამ ცეცხლი გაუხსნა მას სანამ სამიზნე ადგილს მიაღწევდა.

რუსეთის საელჩოს ოფიციალური კომენტარი აფეთქების გამო ჯერ არ გაუკეთებია.

კომენტარები