საქართველოს დღეს ყველაზე პატრიოტი ხელისუფლება ჰყავს. პატრიოტი ხელისუფლება ნიშნავს მთავრობას, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნავს. მგონი, ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ 2012 წლიდან მოყოლებული, ამ ქვეყნის უსაფრთხოება, სხვადასხვა რეგიონული თუ სხვა სირთულეებიდან გამომდინარე, მათ შორის, მიმდინარე სირთულეებიდან გამომდინარეც, არის გარანტირებული და დაცული. ეს არის პასუხი ამასთან დაკავშირებით ყველანაირი ბრალდებაზე. პასუხი არის იმ შედეგში, რომელსაც ქართული ოცნება საკუთარ მოსახლეობას აჩვენებს. შედეგი არის ის, რომ ამ ქვეყანაში 10 წელზე მეტია უსაფრთხოება და მშვიდობა უზრუნველყოფილია და ომი არ ყოფილა. ქართული ოცნება არის ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ყველაზე დიდ პროგრესს მიაღწია დასავლური ინტეგრაციის კუთხით. სწორედ ჩვენ დროს გაფორმდა ასოცირების ხელშეკრულება და მივაღწიეთ ვიზალიბერალიზაციას. ახლა კი უკვე დღის წესრიგში კანდიდატის სტატუსი დგას.
tbl.ge/64dy
დაკოპირდა

ასე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის სტატუსს. გოგაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ 2018 წელს დიდ ბრიტანეთში სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის შემდეგ, სხვა ქვეყნებთან ერთად, რუსი სპეცაგენეტების გაძევება საქართველოს ხელისუფლებამაც გადაწყვიტა, თუმცა, მათ თავად გოგაშვილის მიერ შედგენილი 10-კაციანი სია შესათანხმებლად მოსკოვში გაგზავნეს.
ამავე თემაზე
- კირცხალია: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს
- წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს
- შემაშფოთებელია საქართველოს რუსეთის და ირანის მოკავშირედ წარმოჩენა – პაპუაშვილი ალიანსზე
- კობახიძე: ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია
- ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელია – კობახიძის ბრიფინგი




