რუსეთი

ვიქტორ ორბანი გორბაჩოვის დაკრძალვაზე დასასწრებად მოსკოვში ჩავიდა

რუსული მედიის ცნობით, უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბოლო თავმჯდომარის, ასევე, სსრკ-ს პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტის, მიხაილ გორბაჩოვის დაკრძალვაზე დასასწრებლად მოსკოვში ჩავიდა.

როგორც ადგილობრივი მედიები იუწყებიან, ორბანს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა დაგეგმილი არ აქვს.  

91 წლის გორბაჩოვი 30 აგვისტოს გარდაიცვალა. მიზეზი, რუსული მედიის ცნობით, ხანგრძლივი ავადმყოფობა გახდა.

კომენტარები