ხელოვნური ინტელექტი

"არცერთი წესი დამირღვევია" – ხელოვნური ინტელექტით შექმნილმა ნახატმა კონკურსში გაიმარჯვა

კოლორადოს შტატის ყოველწლიურმა სახელოვნებო კონკურსმა პრიზები ყველა ტრადიციულ კატეგორიაში გასცა, თუმცა იმ განსხვავებით, რომ წელს პირველად ერთ-ერთმა გამარჯვებულმა ნაშრომი შექმნა ხელოვნური ინტელექტის პროგრამით - Midjourney-ით, რომელიც ტექსტის ხაზებს ჰიპერრეალისტურ გრაფიკად აქცევს.

”არ ვაპირებ ამის გამო ბოდიშის მოხდას, მე გავიმარჯვე და არცერთი წესი არ დამირღვევია", - თქვა ჯეისონ მ. ალენმა პუებლო ვესტმა. 

ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ნამუშევრები უკვე წლებია არსებობს. თუმცა DALL-E 2-ის, Midjourney-ისა და Stable Diffusion-ის მეშვეობით უკვე შესაძლებელია, აბსტრაქტული ან ფოტორეალისტური ნამუშევრები, უბრალოდ რამდენიმე სიტყვის ტექსტის ველში აკრეფით შექმნა. 

კომპიუტერით შექმნილი ნაშრომის გამარჯვებას ხელოვნების მოყვარულთა ნაწილის საკმაოდ მწვავე კრიტიკა მოჰყვა. "ვუყურებთ არტისტიზმის სიკვდილს ჩვენს თვალწინ",-  წერს Twitter-ის ერთ-ერთი მომხმარებელი.

ზოგიერთი ხელოვანმა მისტერ ალენსი დაიცვა და აღნიიშნა, რომ ხელოვნური ინტელექტით ნამუშევრის შექმნა არაფრით განსხვავდებოდა Photoshop-ის ან სხვა ციფრული გამოსახულების მანიპულირების ხელსაწყოებისგან და რომ ადამიანის კრეატიულობა ჯერ კიდევ საჭიროა იმისათვის, რომ შეიქმნას ისეთი ნატატი, რომელიც ჯილდოს ღირსი იქნება. 

კომენტარები