ივანიშვილის დეპუტატები

ხუნდაძე: არავის ეგონოს, რომ მხოლოდ ოთხნი ვართ, ოთხეული ახლა იწყებს

პრეზიდენტზე რა გითხრათ, რომელმაც "ვიღაც ოთხეულად" მოიხსენია არაერთგზის პარლამენტის წევრები, რომელთა უკანაც ამომრჩეველთა დიდი არმია დგას. მას მინდა, შევახსენო, რომ "ამ ვიღაცების" წყალობით გახდა პრეზიდენტი, რაშიც თავად მისი წვლილი არც მეტი და არც ნაკლები, ნულია.

ჩვენმა ქმედებებმა და საზოგადოების მხარდაჭერამ უკვე არაერთგზის გამოიღო შედეგი და პოზიტიური ეფექტი მომავალშიც იქნება. ბუნებაში უკვალოდ არაფერი იკარგება და არც დიდხანს დარჩება დაფარული ბევრი რამ.

არავის ეგონოს, რომ ჩვენ მხოლოდ ოთხნი ვართ, ამას მალე დაინახავს საზოგადოება. ჩვენი მიზანი პრინციპულია და ამ მიზნის ირგვლივ საზოგადოების დიდი ნაწილი გაერთიანდება. მინდა, იცოდეთ, ოთხეულმა კი არ დაასრულა მოღვაწეობა, ოთხეული ახლა იწყებს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამბობს ბიძინა ივანიშვილის დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, რომელმაც თქვა, რომ "პრემიერი, მთავრობა, უმრავლესობა უნდა გაემიჯნოს იმ სამეულებს, ოთხეულებს და ვიღაცეებს, რომლებიც წარმოუდგენელი ტექსტებით და რიტორიკით გამოდიან".

კომენტარები