პრემიერი, მთავრობა, უმრავლესობა უნდა გაემიჯნოს იმ სამეულებს, ოთხეულებს და ვიღაცეებს, რომლებიც წარმოუდგენელი ტექსტებით და რიტორიკით გამოდიან. არ შეიძლება ერთი ხელით ვითხოვდეთ ევროპულ პერსპექტივას და კანდიდატის სტატუს და მეორე მხრივ, ხან ვლანძღავდეთ ჩვენს ამერიკელ სტატეგიულ პარტნიორს, ხან ევროპულ კომისიას და ხან ვაბრალებდეთ სხვადასხვა პარტნიორებს, რომ ვითომც იმათ უნდათ ჩვენი ჩართვა ომში და ეს არის მათი მიზანი. ეს უნდა იყოს ნათქვამი ძალიან მკაფიოდ. არავის უნდა ჩვენი ომში ჩართვა და არც არავის სჭირდება ჩვენი ომში ჩართვა. ეს არის ისეთი მოგონილი ტყუილი, როგორიც, მე მგონი საბჭოთა პროპაგანდის მანქანის დასრულების მერე არავის სმენია. ცოტა მოვიდეთ გონზე და არ გვინდა ამ რაღაცების მოგონება და ვინმე თუ თვლის, რომ ამით საზოგადოებას რამენაირად აზრს შეუცვლის. აქ არის საჭირო, რომ ყველა ეჭვები, რაც შეიქმნა ჩვენს მიმართ, ეს არის მომენტი, როცა უნდა გაიფანტოს. ყველაფერი რაც ჩვენს ქვეყანაზე და რეპუტაციაზე და ჩვენს მიმართ ნდომაზე უარყოფითად ავლენს გავლენას.
საქართველო-ევროკავშირი
ზურაბიშვილი: არ შეიძლება სტატუსს ვითხოვდეთ და თან პარტნიორებს ომში ჩათრევას ვაბრალებდეთ
tbl.ge/64as
დაკოპირდა
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.
სალომე ზურაბიშვილისაქართველოს პრეზიდენტიივანიშვილის დეპუტატებიქართული ოცნებაევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსისაქართველო-ევროკავშირი
ამავე თემაზე
- შარლ მიშელი რუსულ კანონზე: ეს კანონპროექტი საქართველოს ევროკავშირისგან დააშორებს
- კალაძე ელჩებზე: ნაბიჯს ვერ გადადგამდი, ცეკასთან რომ არ შეგეთანხმებინა, იგივე ხდება დღეს
- მთავრობის ადმინისტრაციაში კობახიძე აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის და EU-ს ელჩებს ხვდება
- პაპუაშვილი: ევროკავშირს მოლაპარაკებების გახსნაში ხელს არაფერი უშლის – საქართველო იჩაგრება
- ევროპული საბჭო: საქართველოს პრიორიტეტული რეფორმების მიმართულებით წინსვლისკენ მოვუწოდებთ