რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინი: უკრაინაში სპეცოპერაციის მიზანი დონბასის წინააღმდეგ კიევის ომის დასრულებაა

ვლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი

"ჩვენი მიზანია იმ ომის შეჩერება, რომელიც კიევმა აწარმოა დონბასის წინააღმდეგ და თავად რუსეთის დაცვა" .- თქვა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა კალინინგრადში გამართულ ღია გაკვეთილზე "საუბარი მნიშვნელოვან თემებზე". 

პუტინი აღნიშნავს, რომ რუსი სამხედროების მიზანი, დონბასში მოსახლეობის დაცვაა. 

"2014 წელს [უკრაინაში] სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, ყირიმის მნიშვნელოვანი ნაწილის დონეცკის, ლუგანსკის მცხოვრებლებს არ სურდათ გადატრიალების აღიარება. ეს არ არის ბავშვური თემა, მაგრამ საკმარისად გასაგებია. რეალურად დავიწყეთ ომი მათ წინააღმდეგ და რვა წლის განმავლობაში ვაწარმოებდით. ჩვენი ამოცანა, ჩვენი ჯარისკაცების, დონბასის მილიციის მისია არის ამ ომის შეჩერება, ხალხის დაცვა. რა თქმა უნდა, თავად რუსეთის დაცვა, რადგან დღევანდელ ტერიტორიაზე უკრაინამ დაიწყო ანტირუსული ანკლავის შექმნა, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს ქვეყანას, ამიტომ ჩვენი ბიჭები, რომლებიც იბრძვიან, იცავენ დონბასის მცხოვრებლებს და თავად რუსეთს".- ამბობს პუტინი. 

მისივე თქმით, რუსი სამხედროების მიმართ საზოგადოების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. 

"ისინი იმსახურებენ საზოგადოების მხარდაჭერას - ეს ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების მხრიდან. იმიტომ რომ ბიჭები, რომლებიც იქ იბრძვიან, საფრთხეს უქმნიან საკუთარ ჯანმრთელობას და ბევრი იღუპება. მათ უნდა გაიგონ, რატომ სწირავენ სიცოცხლეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ რუსეთისთვის და ხალხისთვის, ვინც ცხოვრობს დონბასში".- თქვა პუტინმა. 

კომენტარები