რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ-მ რუსული ლუკოილისთვის თვითმფრინავის ჩამორთმევის ბრძანება გასცა

REUTERS

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-მ რუსული ენერგეტიკული ფირმის, ლუკოილის კუთვნილი $45 მილიონის ღირებულების თვითმფრინავის, ბოინგ 737-ის ჩამორთმევის ბრძანება გასცა.

იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, ორდენის საფუძველი უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების დარღვევაა. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთში და რუსეთიდან ამერიკული წარმოების ავიალაინერების ფრენა აკრძალულია, ლუკოილის თვითმფრინავმა კი ეს აკრძალვა დაარღვია.

არსებული ინფორმაციით, თვითმფრინავი ამჟამად რუსეთის ტერტორიაზე იმყოფება. ამასთან ერთად, შეტყობინებას ორდერის გაცემის შესახებ აშშ გაუგზავნის ყველა მოკავშირე და პარტნიორ ქვეყანას.

კომენტარები