რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ცენტრზე საარტილერიო იერიში მიიტანეს – 5 ადამიანი დაიღუპა

რუსი ოკუპანტები თვითმავალ ჰაუბიცაზე წარწერით - "კიევზე!"

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, ქალაქ ხარკოვის ცენტრალურ რაიონებზე საარტილერიო იერიში მიიტანეს. შემთხვევის შედეგად, სულ მცირე, 5 ადამიანი დაიღუპა, 7 პირი კი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაცია ხარკოვის მერმა, იგორ ტერეხოვმა გაავრცელა.

"ქალაქის ცენტრალური ნაწილი არტილერიით დაიბომბა. ხარკოვის მოსახლეობის ერთ-ერთი საყვარელი ადგილი ცეცხლში გაეხვა. რუსებმა კიდევ ერთ ადგილზე მიიტანეს იერიში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა დასასვენებლად და განტვირთვისთვის იკრიბება. ახლოს მდებარე სახლებში ფანჯრები ჩაიმსხვრა". - წერს ქალაქის მერი.

უკრაინელი მაღალჩინოსნების თქმით, ხარკოვზე ახალი იერიში კვლავ მოსალოდნელია. ისინი მოსახლეობას აფრთხილებენ და თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.

კომენტარები