რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთის დაზვერვა: გაურკვეველია, როგორ შეძლებს რუსეთი მეტი ჯარისკაცის მობილიზებას

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გაურკვეველია, როგორ შეძლებს რუსეთის შეიარაღებული ძალები გამოცხადებულ დიდ ზრდას. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განკარგულებით, სამხედრო პერსონალი 2 მილიონამდე უნდა გაიზარდოს. 

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ ომის შესახებ რეგულარულად განახლებად ანგარიშში აღნიშნა, რომ ჯერ გაურკვეველია, როგორ აპირებს რუსეთი სამხედრო ძალის გაზრდას - მეტი მოხალისის გადაბირებით თუ გაწვევის გაზრდით.

ანგარიშის თანახმად, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს დიდ გავლენას არ მოახდენს უკრაინის ომზე, რადგან "რუსეთმა დაკარგა ათიათასობით ჯარისკაცი, ჰყავს ძალიან ცოტა ახალი საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეა და წვევამდელები ტექნიკურად არ არიან ვალდებულნი იმსახურონ რუსეთის ტერიტორიის გარეთ". 

დოკუმენტის მიხედვით, საბრძოლო პერსონალი 137 000-ით გაიზრდება და 1.15 მილიონი გახდება. ბრძანება ძალაში 1 იანვარს შევა.

ომში სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია რუსეთმა ბოლოს ომის დაწყებიდან ერთ კვირაში გააკეთა. მას შემდეგ ინფორმაცია რუსეთის მიერ არ განახლებულა. 

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსეთმა უკრაინაში შეჭრიდან 24 აგვისტოს ჩათვლით 45 700-მდე სამხედრო დაკარგა.

 

კომენტარები