რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"ფული პრიორიტეტი არ არის, უკრაინის გვერდით ვართ" – Bayraktar-ი რუსეთს დრონებს არ მიჰყიდის

"ფული პრიორიტეტი არ არის", - ასე პასუხობს კომპანია Baykar-ის დამფუძნებელი ჟურნალისტის კითხვას, აპირებს თუ არა უპილოტო საფრენი აპარატი რუსეთს მიჰყიდოს. 

"ჩვენთვის ფული არ არის პრიორიტეტი. ფული და მატერიალური რესურსების მოპოვება არასდროს ყოფილა ჩვენი ბიზნესის მიზანი. ჩვენი მეგობრობა და თანამშრომლობა უკრაინასთან მრავალი წელია გრძელდება. ამიტომ, რა თანხაც არ უნდა შემოგვთავაზოს [რუსეთმა], გამორიცხულია ამ სიტუაციაში მათთვის დრონების მიცემა. ამ პერიოდში მთელი ჩვენი მხარდაჭერა მთლიანად უკრაინის მხარესაა",- აღნიშნა ხალუკ ბაირაქტარმა.

გასული თვეს პოლონეთში მოქალაქეები აგროვებდნენ ფულს, რათა უკრაინისთვის თურქული საბრძოლო დრონი Bayraktar TB2 ეყიდათ. უპილოტო საფრენი აპარატის მწარმოებელმა თურქულმა კომპანია Baykar-მა გადაწყვიტა დანადგარი უკრაინას უსასყიდლოდ გადასცენ, ხოლო პოლონელი მოქალაქეების მოგროვებული თანხა უკრაინის ჰუმანიტარულ დახმარებაში გადარიცხონ. 

მანამდე კი Baykar-მა უკრაინას უსასყიდლოდ გადასცა 3 დრონი, აქედან ორისთვის უკრაინის მოქალაქეებმა მოაგროვეს თანხა, ერთისთვის კი ლიტვის მოქალაქეებმა. უკრაინისთვის დრონის შესყიდვის სამოქალაქო კამპანია დაწყებულია კანადასა და ნორვეგიაშიც.

კომენტარები