რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ერდოღანი: ყირიმის უკრაინისთვის დაბრუნება საერთაშორისო სამართლის მოთხოვნაა

Adem Altan/AFP/Getty Images

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ანკარა მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და არ აღიარებს რუსეთის მიერ 2014 წელს ყირიმის ანექსიას.

"უკრაინისთვის ყირიმის დაბრუნება, რომელიც მისი განუყოფელი ნაწილია, არსებითად საერთაშორისო სამართლის მოთხოვნაა. [...] თურქეთი არ ცნობს ყირიმის ანექსიას და პირველივე დღიდან ღიად აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი არალეგიტიმური და უკანონოა. ეს პრინციპული პოზიციაა, რომელსაც არამხოლოდ სამართლებრივი, არამედ მორალური საფუძველიც აქვს". – თქვა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და პოლიტიკური ერთიანობის დაცვა კრიტიკული საკითხია გლობალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის.

ერდოღანის თქმით, თურქეთი გააგრძელებს ყირიმის პლატფორმის აქტიურ მხარდაჭერას, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიის საკითხის მშვიდობიანი გზით გადასაწყვეტად შეიქმნა.

კომენტარები