საქართველოს პარლამენტი

GMC: 2022 წლის მხოლოდ 6 თვეში პარლამენტმა 207 000 ლარზე მეტი რესტორნებში დახარჯა

არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორის ცნობით, 2022 წლის იანვრიდან ივლისამდე პერიოდში პარლამენტმა 207 000 ლარზე მეტი რესტორნებში დახარჯა.

"2022 წლის პირველ ორ კვარტალის მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ პარლამენტის ფავორიტ რესტორნებს შორის პირველ ადგილს შპს ჯი ემ თი მთაწმინდა იკავებს. პარლამენტმა აღნიშნულ რესტორანთან სამი, ჯამში 80,000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა. 

2022 წლის ფავორიტ კომპანიებს შორის მე-2 ადგილს შპს მონოგრაფი იკავებს, რომელთანაც 29,500 ლარის ღირებულების სამი ხელშეკრულება გააფორმა პარლამენტმა. 

ასევე, კვების ობიექტებს შორის, რომელთანაც პარლამენტმა ხელშეკრულებები გააფორმა არიან: ქეთო და კოტე, ჩვენი ეზო, აივანი, კოპალა 7, ჯიქეი ვაინერი, კაფე ახვლედიანი #6, აი ღვინის სახლი…". - წერს ორგანიზაცია.

მათივე ინფორმაციით, "პარლამენტის მიერ ბიუჯეტიდან სარესტორნო მომსახურებაში დახარჯული ათიათასობით ლარის პარალელურად 2021 წლის მონაცემებით ქვეყნის მოსახლეობის 17.5% სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ არის".

კომენტარები