რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბორელი რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ვიზების სრულ აკრძალვას არ ემხრობა

Reuters

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ეწინააღმდეგება რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ვიზების სრულ აკრძალვას.

"ყველა რუსისთვის ევროკავშირში შესვლის აკრძალვა არ არის კარგი იდეა, ჩვენ უფრო სელექციურები უნდა ვიყოთ". – თქვა ბორელმა.

ბორელის თქმით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთი 300 000-ზე მეტმა რუსმა დატოვა და ევროკავშირმა მათ კარი არ უნდა ჩაუკეტოს.

"რა თქმა უნდა, ოლიგარქებს კარი არ უნდა გავუღოთ... ჩვენ მათ შესასვლელი უნდა დავუხუროთ. მაგრამ არის რუსეთის ბევრი მოქალაქე, ვისაც ქვეყნიდან გაქცევა სურს, რადგან მათ ამ სიტუაციაში ცხოვრება არ უნდათ". – თქვა ბორელმა.

უკრაინის ხელისუფლების მოწოდებების ფონზე, ესტონეთმა რუსებს, რომლებსაც მათ მიერ გაცემული შენგენის ვიზები აქვთ, საზღვრებს ჩაუკეტალიტვამ, ლატვიამ და ჩეხეთმა რუსეთის მოქალაქეების გარკვეული ნაწილისთვის ვიზების გაცემა უკვე შეწყვიტეს. ფინეთიესტონეთი, ჩეხეთი და სხვა ქვეყნები ევროკავშირს მთელი ბლოკის მასშტაბით მსგავსი ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ.

კომენტარები