რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მარინი: ევროკავშირმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა უნდა შეწყვიტოს

სანა მარინი
AP

ფინეთის პრემიერმინისტრის, სანა მარინის თქმით, ევროკავშირმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა უნდა შეწყვიტოს. ამის შესახებ მარინმა ადგილობრივ მედიასთან ისაუბრა.

"არასწორია, რომ იმ დროს, როცა რუსეთი ევროპაში აგრესიულ, სასტიკ ომს აწარმოებს, მისი მოქალაქეები ნორმალურ ცხოვრებას, ევროპაში მოგზაურობას და ტურისტებად ყოფნას ახერხებენ. ეს არასწორია". - თქვა მარინმა.

მარინის თქმით, ის იმედოვნებს, რომ რომ ევროკავშირის ქვეყნები ამ საკითხს ერთად გადაწყვეტენ, რადგან ფინეთის საზღვრის გადაკვეთა შენგენის ნებისმიერი ქვეყნის ვიზით არის შესაძლებელი. შენგენის 26 ქვეყანაში 22 ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, ისლანდია, ნორვეგია შვეიცარია და ლიხტენშტენი შედის.

როგორც ადგილობრიცი გამოცემა წერს, უკანასკნელ კვირებში საზოგადოების ნაწილმა ფინეთის მთავრობა ქვეყანაში რუსი ტურისტების სიმრავლის გამო გააკრიტიკა. თუმცა, მარინის თქმით, დისკუსიის მიზეზი ეს არ არის, რადგან რუსების მოგზაურობის საკითხს ევროკავშირის სამიტებზე მთელი გაზაფხულის განმავლობაში განიხილავდნენ.

ევროკავშირის მიერ ამ დრომდე დაწესებული სანქციები, რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემას არ ზღუდავს. მარინი კი აღნიშნავს, რომ მისი აზრით ამ საკითხზე ევროპულ საბჭოში დისკუსიები უნდა გაგრძელდეს. 

"მჯერა, რომ ევროპული საბჭოს მომდევნო შეხვედრებზე, ეს საკითხი დღის წესრიგში კიდევ ერთხელ დადგება და ამჯერად უფრო მყარად. ჩემი პირადი აზრია, რომ ტურიზმი უნდა შეიზღუდოს". - ამბობს მარინი.

 

აღსანიშნავია, რომ რუსეთიდან ტურიზმის შეწყვეტას ეთანხმება ესტონეთის პრემიერმინისტრი, კაია კალასიც, რომელიც ხაზს უსვამს, რომ ევროპის მონახულება პრივილეგიაა და არა ადამიანის უფლება.

კომენტარები