რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

18 აგვისტოდან ესტონეთი რუსეთის მოქალაქეების ნაწილისთვის საზღვარს დახურავს

ესტონეთის დროშა
Shutterstock

მომავალი კვირიდან, ესტონეთი თავის მიერ გაცემული ვიზების მქონე რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვარს დახურავს. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვეყანა ასევე სასწავლო, სამუშაო და ბიზნეს ვიზების გაცემას შეწყვეტს.

"ის, რომ მათ აქვთ შესაძლებლობა, ესტონეთის გავლით, ევროპაში მასობრივად იმოგზაურონ, ჩვენ მიერ დაწესებული სანქციების პრინციპებს არ შეესაბამება". - თქვა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ურმას რეინსალუმ.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ზომები ძალაში 18 აგვისტოდან შევა. 

ლიტვამ, ლატვიამ და ჩეხეთმა რუსეთის მოქალაქეების გარკვეული ნაწილისთვის ვიზების გაცემა უკვე შეწყვიტეს. ხოლო ფინეთი და ესტონეთი ევროკავშირს მსგავსი ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ. 

არსებული შეზღუდვა არ გავრცელდება გრძელვადიანი ბინადრობის უფლების მქონე პირებზე. ასევე დიპლომატებსა და მათ ოჯახის წევრებზე.

კომენტარები