რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

ლიტვა მხარს უჭერს რუსეთის მოქალაქეების ევროკავშირში შესვლის აკრძალვის წინადადებას

გაბრიელიუს ლანდსბერგისი

ლიტვა მხარს უჭერს ესტონეთის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შენგენის ვიზით შესვლის აკრძალვის შესახებ. ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სავიზო შეზღუდვები უფრო ეფექტური იქნება, თუ ის მთელ ევროკავშირში იმოქმედებს.

"ლიტვა მუდმივად მხარს უჭერს სანქციებს აგრესორი სახელმწიფოების წინააღმდეგ და იცავს პოზიციას, რომ შეზღუდვები უფრო ეფექტიანია, თუ ისინი ევროკავშირის დონეზე გამოიყენება" - თქვა ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

უკრაინის ხელისუფლების მოწოდებების ფონზე, ესტონეთი რუსებს, რომლებსაც მათ მიერ გაცემული შენგენის ვიზები აქვთ, საზღვრებს ჩაუკეტავს. ლიტვამ, ლატვიამ და ჩეხეთმა რუსეთის მოქალაქეების გარკვეული ნაწილისთვის ვიზების გაცემა უკვე შეწყვიტეს. ხოლო ფინეთი და ესტონეთი ევროკავშირს მსგავსი ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ. 

კომენტარები