კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით გასულ 1 კვირაში 6 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 12 595 შემთხვევა

გასულ 1 კვირაში კორონავირუსით კიდევ 6 ადამიანი გარდაიცვალა, 14-21 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა 74 171 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 12 595 ახალი შემთხვევა. 

ბოლო 7 დღის დადებითობის მაჩვენებელი 16.98%-ია, ხოლო ბოლო 14 დღის 16.78%. 

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ოფიციალურად დადასტურებულია ინფიცირების 1 735 682 შემთხვევა ოფიციალურად დადასტურდა, მათგან 16 889 გარდაიცვალა, 1 692 387 კი გამოჯანმრთელდა. 

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, "ინფიცირების შემთხვევების სტაბილურად კლებადი მაჩვენებლის გამო", კორონავირუსის სტატისტიკის მონაცემები - ახალი შემთხვევების რაოდენობა, ინციდენტობა, დადებითობის მაჩვენებელი, გარდაცვალების შემთხვევები, ყოველკვირეულად ჯამდება და კვირაში ერთხელ, ყოველ სამშაბათს ქვეყნდება. 

კომენტარები