ფინეთი

ქალებმა ფინეთის პრემიერის მხარდასაჭერად საკუთარი ცეკვის ვიდეოების გამოქვეყნება დაიწყეს

მას შემდეგ, რაც ფინეთის პრემიერმინისტრის, სანა მარინის გავრცელებულ ვიდეოს კრიტიკა მოჰყვა, ქალებმა პრემიერის მხარდასაჭერად საკუთარი ცეკვის ვიდეოების გამოქვეყნება დაიწყეს.

ქალები Twitter-ზე ვიდეოებს ჰეშთეგით - #solidaritywithsanna დებენ.

გავრცელებულ ვიდეოში სანა მარინი მეგობრებთან ერთად ცეკვავდა. მარინმა, პირველივე კომენტარის გაკეთებისთანავე, უარყო ნარკოტიკების მიღება და მზაობა გამოთქვა ტესტის გაკეთებაზე. 

გავრცელებული ვიდეოზე ბრალდებების პასუხად, ფინეთის პრემიერმინისტრმა, სანა მარინმა ნარკოტესტი გაიკეთა. 

​​​​​​​სანა მარინმა პრემიერმინისტრის პოსტი 2019 წელს დაიკავა და ყველაზე ახალგაზრდა მმართველი იყო, მანამ სანამ ჩილეში არჩევნები 35 წლის გაბრიელ ბორიჩმა არ მოიგო. გასულ კვირას კი  სანა მარინი გერმანულმა საინფორმაციო გამოცემა Bild-მა "მსოფლიოში ყველაზე მაგარ პრემიერ მინისტრად" დაასახელა. 

კომენტარები