ფინეთი

ფინეთის პრემიერმინისტრი: ნარკოტესტი გავიკეთე

ფინეთის პრემიერმინისტრის, სანა მარინის ვიზიტი იტალიაში, რომში, 2022 წლის 18 მაისი.
Reuters

გავრცელებული ვიდეოზე ბრალდებების პასუხად, ფინეთის პრემიერმინისტრმა, სანა მარინმა ნარკოტესტი გაიკეთა

"არაფერი გამიკეთებია არალეგალური. თინეიჯერობის დროსაც კი არ მომიხმარია ნარკოტიკი". - განმარტა სანა მარინმა. 

გავრცელებულ ვიდეოში სანა მარინი მეგობრებთან ერთად ცეკვავდა. მარინმა, პირველივე კომენტარის გაკეთებისთანავე, უარყო ნარკოტიკების მიღება და მზაობა გამოთქვა ტესტის გაკეთებაზე. 

"მე მყავს ოჯახი, მაქვს სამსახური და, ასევე, თავისუფალი დრო - მეგობრებთან ერთად გასატარებლად. თითქმის ისევე, როგორც ყველა სხვა ჩემი ასაკის ადამიანს. მე ვიქნები ზუსტად ისეთი, როგორიც აქამდე ვიყავი და იმედი მაქვს, მიმიღებთ". - თქვა პრემიერმინისტრმა.

სანა მარინმა პრემიერმინისტრის პოსტი 2019 წელს დაიკავა და ყველაზე ახალგაზრდა მმართველი იყო, მანამ სანამ ჩილეში არჩევნები 35 წლის გაბრიელ ბორიჩმა არ მოიგო. გასულ კვირას კი  სანა მარინი გერმანულმა საინფორმაციო გამოცემა Bild-მა "მსოფლიოში ყველაზე მაგარ პრემიერ მინისტრად" დაასახელა. 

კომენტარები