რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზალუჟნი: დაახლოებით ცხრა ათასი გმირი დაიღუპა

ვალერი ზალუჟნი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლი, ვალერი ზალუჟნის თქმით, რუსეთთან ბრძოლაში დაახლოებით 9 000 გმირი დაიღუპა.

უკრაინულ მედიაში ხაზს უსვამენ, რომ ზალუჟნის არ დაუკონკრეტებია, დაახლოებით 9 000 მებრძოლი მხოლოდ 2022 წელს დაიღუპა, თუ 2014 წლიდან მოყოლებული.

"ამ ომში მონაწილეობას იღებენ არა მხოლოდ სამხედრო მოსამსახურეები და არა მხოლოდ ისინი, ვინც ხელში იარაღი აიღო. ჩვენი პატარა ბავშვებიც, რომლებიც არაფერში არიან დამნაშავეები, იმის გარდა, რომ ზუსტად აქ და ზუსტად ამ დროს დაიბადნენ. მათ მართლაც არაფერი ესმით რა ხდება, მაგრამ ცალსახად სჭირდებათ დაცვა სოლედართან, ბახმუტთან, ველიკა ნოვოსელსკთან, ისე აქაც, რადგან მათი მამები ფრონტზე წავიდნენ და, შეიძლება, არიან იმ, თითქმის, ცხრა ათას გმირთა შორის, რომლებიც დაიღუპნენ". – თქვა ზალუჟნიმ. 

მაისის შუა რიცხვებში უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობდა, რომ რუსეთთან ბრძოლაში ქვეყნის აღმოსავლეთში, სადაც ყველაზე რთული ვითარება იყო, დღეში, შესაძლოა, 50-დან 100 სამხედრომდე კვდებოდა. ივნისის დასაწყისში კი, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, მიხაილო პოდოლიაკი ამბობდა, რომ მათი დანაკარგები დღეში 100-დან 200 ადამიანამდეა. ასევე ივნისში, უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლეკსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ რუსეთთან ომში დღეში 100 უკრაინელი სამხედრო იღუპება, 500 კი იჭრება. 

14 ივლისს ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 3 500-მა უკრაინელმა მცველმა სახელმწიფო ჯილდო სიკვდილის შემდეგ მიიღო.

კომენტარები