ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა – 22 აგვისტოს ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან მიმართებით 0.12 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან 1.74 თეთრით. 22 აგვისტოს ბოლოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7896 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.7910 ლარი.

კომერციულ ბანკებში ერთი დოლარის ღირებულება 2.83 ლარია, ერთი ევროსი - 2.85 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.80 თეთრად შეგიძლიათ, ევროსი - 2.80 ლარად.

24 თებერვლიდან დღემდე, ევრო აშშ დოლართან მიმართებით 12%-ით გაუფასურდა. ეკონომისტები ამ ფაქტს რეგიონში რუსეთ-უკრაინის ომის გამო გაუარესებულ ეკონომიკურ პროგნოზებს უკავშირებენ. ივლისში ევრო დოლართან მიმართებით აბსოლუტურ პარიტეტზე იყო, ერთი დღით კი, დოლარზე იაფიც ღირდა.

კომენტარები