რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთს უჭირს დონბასში დამხმარე ძალების მოტივირება

სეპარატისტები დონბასის რეგიონში

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთს დიდი ალბათობით უჭირს დონბასის რეგიონში დამხმარე ძალების მოტივირება, ხოლო სამხედრო მეთაურები ამისთვის პირდაპირ ფინანსურ წახალისებას მიმართავენ.

"რუსეთს დიდი ალბათობით უჭირს იმ დამხმარე ძალების მოტივირება, რომლებსაც იყენებს, რათა გაზარდოს რეგულარული ჯარის რაოდენობა დონბასში. მეთაურები სავარაუდოდ პირდაპირ ფინანსურ წახალისებას მიმართავენ, ხოლო ზოგიერთ საბრძოლო დანაყოფი თავდასხმითი ოპერაციებისთვის უსარგებლოდ მიიჩნევა. ამ პრობლემების კიდევ ერთი სათანადო ფაქტორი არის რუსეთის მიერ ომის კლასიფიკაცია, როგორც "სპეციალური სამხედრო ოპერაცია", რაც სახელმწიფოს სამართლებრივი ჩარევის ძალებს უზღუდავს". – –წერია განცხადებაში.

კომენტარები