ივანიშვილის დეპუტატები

ყაველაშვილი დეგნანს: თუ პატივს სცემს ჩვენს ქვეყანას, პატივისცემით მოეპყროს ჩვენს კითხვებს

კიდევ ერთხელ შევახსენებ ქალბატონ დეგნანს, რომ ჩვენ წარმოვადგენთ საქართველოს პარლამენტის არჩეულ წევრებს საქართველოს უმრავლესობიდან და თუ მას პატივისცემა აქვს ჩვენი ქვეყნისა და ამომრჩევლის მიმართ, მაშინ კეთილი ინებოს და პატივისცემით მოეპყროს ყოველგვარ ჩვენს დამოკიდებულებასა და კითხვებს.

თქვა ქართული ოცნებიდან წასულმა ივანიშვილის დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა. საქართველოში აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა თქვა, რომ ქვეყანაში პოლარიზაციის სათავე, მათ შორის, გავრილოვის ღამე, შეუსრულებელი დაპირებები და არადემოკრატიული ქმედებებია.

კომენტარები