რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ვოლოდინი: გლობალური ეკონომიკის განვითარება რუსეთის გარეშე შეუძლებელია

რუსეთის დუმის სპიკერის, ვიაჩესლავ ვოლოდინის თქმით, რუსეთის წინააღდეგ დაწასებულმა სანქციებმა დასავლური სახელმწიფოები დააზარალა. 

"გლობალური ეკონომიკის განვითარება რუსეთის გარეშე შეუძლებელია. უცხოელი ეკონომისტები ცვლიან თავიანთ პროგნოზებს რუსეთს ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით. დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციათა პირველი 3 პაკეტის შემდეგ ისინი ჩვენი ეკონომიკის 12%-იან კლებას ვარაუდობდნენ, დღეს კი სანქციების რამდენიმე ტალღის შემდეგ პროგნოზი 4.7%-მდე შემცირდა". - წერს ვოლოდინი. 


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები