აფეთქება ერევანში

ერევნის სავაჭრო ცენტრში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა

AP Photo/Daniel Bolshakov

ერევანში, სავაჭრო ცენტრში მომხდარი აფეთქებს შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა, დაშავებულია 61 ადამიანი.

ქალაქის მერიის ცნობით, ნანგრევებში მყოფი ადამიანების ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. 

14 აგვისტოს სომხეთში, ერევანში მდევარე სავაჭრო ცენტრ სურმალუში აფეთქება მოხდა. 

ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ. ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ ნანგრევებიდან დაშავებული ადამიანები გამოჰყავთ. აფეთქების გამომწვევ მიზეზებზე ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება. წინასწარი მონაცემებით, აფეთქება პიროტექნიკის მაღაზიაში მოხდა.

კომენტარები