აფეთქება ერევანში

ერევანში სავაჭრო ცენტრის აფეთქების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 20 დაშავდა

AP Photo/Daniel Bolshakov

სომხეთის დედაქალაქ ერევანში სავაჭრო ცენტრის აფეთქების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 20 კი დაშავდა

ქალაქის მერიის ცნობით, ნანგრევებში მყოფი ადამიანების ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. 

დღეს, 14 აგვისტოს სომხეთში, ერევანში მდევარე სავაჭრო ცენტრ სურმალუში აფეთქება მოხდა. 

ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ. ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ ნანგრევებიდან დაშავებული ადამიანები გამოჰყავთ. აფეთქების გამომწვევ მიზეზებზე ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება. წინასწარი მონაცემებით, აფეთქება პიროტექნიკის მაღაზიაში მოხდა.

კომენტარები