რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

უკრაინელებმა ოკუპირებულ პოპასნაში ვაგნერის ჯგუფის ბაზა HIMARS-ის რაკეტებით გაანადგურეს

UNIAN

რუსული მედიის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებულ პოპასნაში ვაგნერის ჯგუფის ბაზა ამერიკული HIMARS-ის რაკეტების საშუალებით გაანადგურეს.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ, რუსმა სამხედრო რეპორტიორმა, სერგეი სრედამ ოკუპირებულ დონეცკში არსებული შტაბის ფოტოები თავის Telegram-ზე გამოაქვეყნა.

"მოვედით პოპასნაში. შევჩერდით ვაგნერის შტაბში. მშობლიურად შევხვდით ერთმანეთს, მათ რამდენიმე სასაცილო ამბავი გვიამბეს". - წერდა სრედა. 

მოგვიანებით, ჟურნალისტმა Telegram-დან ფოტოები წაშალა, თუმცა უკრაინელმა სამხედროებმა მათი ზუსტი ლოკაციის დადგენა სწორედ ამ ფოტოების საშუალებით მოახერხეს.

კომენტარები