ეგვიპტე

ეგვიპტეში ეკლესიაში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, 40 ადამიანი ემსხვერპლა

REUTERS/Mohamed Abd El Ghany

ეგვიპტის ქალაქ გიზაში ეკლესიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 40 ადამიანი დაიღუპა და 45 დაშავდა.

Reuters-ის წყაროების ცნობით, ეკლესიაში, სადაც 5 000-მდე ადამიანი იყო შეკრებილი, მსახურების დროს ხანძარი ელექტრო სისტემას გაუჩნდა.

ხანძრის შედეგად ეკლესიის შესასვლელი ჩაიკეტა, რამაც შენობაში ჭყლეტა გამოიწვია. წყაროების ინფორმაციით, დაღუპულთა უმეტესობა ბავშვია.

კომენტარები