თეთნულდი

საგანგებო: თეთნულდზე დარჩენილი 3 მთასვლელი დასახლებული პუნქტისკენ მოემართება

თეთნულდის ტრავერსი
ალექსანდრე ისკანდაროვი / ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გრძელდება სამაშველო ღონისძიება თეთნულდის მწვერვალზე მყოფი 3 მთასვლელის გამოსაყვანად.

სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ დაშავებული მთასვლელების ინფორმაციით, მწვერვალზე დარჩენილი სამივე მთასვლელი საკუთარი ძალებით მოემართებიან დასახლებული პუნქტისკენ. მათ შესახვედრად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველთა ჯგუფი სრული სამთო აღჭურვილობით ქვეითად მოძრაობს. 

მაშველებმა თეთნულდზე მყოფი უცხოეთის 6 მოქალაქიდან ორი დაშავებული და ერთი გარდაცვლილის ცხედარი მესტიაში უკვე გადაიყვანეს.

კომენტარები