თეთნულდი

საგანგებო: თეთნულდზე დარჩენილ 3 ტურისტთან კომუნიკაცია შედგა, თავს კარგად გრძნობენ

თეთნულდის ტრავერსი
ალექსანდრე ისკანდაროვი / ტაბულა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მათ თანამშრომლებსა და მწვერვალ თეთნულდის მიმდებარედ დარჩენილ 3 უცხოელ მთასვლელს შორის კომუნიკაცია შედგა. მთასვლელები ამბობენ, რომ თავს კარგად გრძნობენ და მაშველთა დახმარება არ სჭირდებათ. 

უწყების ინფორმაციით, მთასვლელები დასახლებული პუნქტისკენ დამოუკიდებლად გადაადგილდებიან, მათ შესახვედრად კი მაშველთა ჯგუფი ქვეითად მიემართება.

გუშინ, 13 აგვისტოს მწვერვალ თეთნულდიდან ორი დაშავებული ტურისტი ჩამოიყვანეს. ასევე, გადმოასვენეს დაღუპული მთასვლელის ცხედარი - ის ნაპრალში იყო ჩავარდნილი. 

კომენტარები