დონალდ ტრამპი

FBI-მ ტრამპის სახლში ზესაიდუმლო მასალები იპოვა, მას ჯაშუშობის აქტის დარღვევას ედავებიან

დონალდ ტრამპი
Metro

FBI-ის აგენტებმა რამდენიმე დღის წინ აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სახლი გაჩხრიკეს, სადაც 10-ზე მეტი საიდუმლო დოკუმენტის ყუთი აღმოაჩინეს

იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, ზოგიერთ მათგანს გრიფით "საიდუმლო" ჰქონდა მინიჭებული, რაც ნიშნავს, რომ დოკუმენტი შინაარსის გაცნობის გარეშე უნდა განადგურდეს. დეპარტამენტმა ასევე აღნიშნა, რომ პროკურორებს საკმარისი საფუძველი აქვთ იმის დასაჯერებლად, რომ ტრამპმა ჯაშუშობის აქტი დაარღვია.

ჯაშუშობის აქტი ფედერალური კანონია, რომელიც კრძალავს ეროვნული თავდაცვის ინფორმაციის ფლობას ან გადაცემას.

ტრამპის თქმით, ყველა განსახილველი ჩანაწერი გაშიფრული იყო, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტი "უსაფრთხო საცავში" ინახავდა.

"მა არ სჭირდებოდათ რაიმეს დაკავება. ამ დოკუმენტების მიღება ნებისმიერ დროს შეეძლოთ, როცა მოესურვებოდათ, პოლიტიკური თამაშისა და მარ-ა-ლაგოში შეჭრის გარეშე". - თქვა ტრამპმა. 

იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, სახეზეა კანონის სხვადასხვა შესაძლო დარღვევაც, რომელიც სამთავრობო ჩანაწერების არამართლზომიერ გამოყენებასთანაა დაკავშირებული. კერძოდ, სახელმწიფო დოკუმენტების დამალვის, ან განადგურების მცდელობა. 

FBI-ს აგენტებმა აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის სახლიდან 30-ზე მეტი ნივთი ამოიღეს. მათ შორის 20-ზე მეტი ყუთი, ფოტოები, ხელნაწერი ჩანაწერები და ა.შ. სიაში ასევე მოხვდა ინფორმაცია "საფრანგეთის პრეზიდენტის" შესახებ.

აშშ-ში სენსიტიური სახელმწიფო მასალების კლასიფიკაციის სამი ძირითად დონე არსებობს: ზესაიდუმლო, საიდუმლო და კონფიდენციალიური. 

ზესაიდუმლო კლასიფიკაციის უმაღლესი დონეა, რომელიც ქვეყნის ყველაზე მჭიდროდ დაცულ დეპარტამენტზე, ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას შეიცავს. ასეთი დოკუმენტები ჩვეულებრივ სპეციალურ სამთავრობო დაწესებულებებში ინახება, რადგან გამჟღავნებამ შესაძლოა ეროვნულ უსაფრთხოებას სერიოზული ზიანი მიაყენოს.

FBI-ის აგენტებმა ტრამპის სახლიდან ზესაიდუმლო დოკუმენტების ოთხი, ხოლო საიდუმლო და კონფიდენციალური დოკუმენტების სამი ნაკრები ამოიღეს. მათ ასევე აღმოაჩინეს დოკუმენტი, სახელწოდებით "კლასიფიცირებული/TS/SCI დოკუმენტები" - რაც მითითებაა ზესაიდუმლო და სენსიტიურ მასალაზე.

მიუხედავად იმისა, რომ მოქმედ პრეზიდენტს მასალების გასაიდუმლოების უფლება აქვს, არცერთ აღმოჩენილ დოკუმენტში არ იყო მითითება, რომ ტრამპმა ეს 2021 წლის იანვარში თანამდებობის დატოვებამდე გააკეთა.

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინფორმაციით, ფლორიდაში მის სახლში FBI-ის აგენტები შევიდნენ და მისი სეიფი გატეხეს. 

ტრამპის სიტყვებით, პალმ ბიჩში სახლი "FBI-ის აგენტების დიდი ჯგუფის მიერ იყო ოკუპირებული". როგორც BBC წერს, ჩხრეკა ოფიციალურ დოკუმენტებზე დაწყებულ გამოძიებასთან არის დაკავშირებული, რომლებიც, ამერიკული მედიის ცნობით, შესაძლოა, ტრამპმა თეთრი სახლიდან წაიღო. 

CBS News-ის ცნობით, ჩხრეკის დროს ტრამპი აშშ-ში, ტრამპ თაუერში იმყოფებოდა.  

აშშ-ს პრეზიდენტები ვალდებულნი არიან, საკუთარი ყველა წერილი, სამუშაო დოკუმენტი და ელექტრონული წერილი ეროვნულ არქივს გადასცენ. თუმცა, ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ტრამპმა პრეზიდენტობის შემდეგ მრავალი დოკუმენტი წაშალა. 2022 წლის თებერვალში ეროვნულმა არქივმა, რომელის პრეზიდენტის ჩანაწერების შენარჩუნებისთვის მუშაობს, იუსტიციის დეპარტამენტს მიმართა, ოფიციალურ დოკუმენტებსა და დონალდ ტრამპთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს. 

ეროვნული არქივის განცხადებით, ფლორიდაში მდებარე სახლიდან 15 ყუთი ამოიღეს, მათგან ნაწილში საიდუმლო ჩანაწერები ინახებოდა.

კომენტარები