სტივენ სიგალი

რუსული კინოს ფონდმა სტივენ სიგალს დონბასის შესახებ ფილმის დაფინანსებაზე უარი უთხრა

Yahoo

კინოს ფონდმა, რომელსაც რუსეთის კულტურის სამინისტრო განაგებს სტივენ სიგალს დონბასის შესახებ დოკუმენტური ფილმის დაფინანსებაზე უარი უთხრა.

"ჩვენ არ ვაფინანსებთ დოკუმენტურ კინოს. ფიზიკურად მსგავსი კონკურსი არ გვაქვს და არც არასდროს გვქონია". – განაცხადეს რუსული კინოს ფონდში.

რუსული კინოს ფონდი სახელმწიფო არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც კულტურის სამინისტროსთან ერთად თითქმის ყველა მსხვილ რუსულ პროექტს აფინანსებს.

სიგალს კინოს ფონდისთვის მიმართვა დუმის დეპუტატმა ელენა დრაპეკომ ურჩია. 

მსახიობის თქმით მისი ფილმი საზოგადოებას დონბასის შესახებ სწორი აზრის ჩამოყალიბებაში დაეხმარება. 

სტივენ სიგალმა რუსეთის მოქალაქეობა 2016 წელს მიიღო. 2021 წელს ის პარტია Справедливая Россия - Патриоты - За правду-ს წევრი გახდა. მსახიობმა წლევანდელი დაბადების დღე მოსკოვში, სოლოვიოვისა და მარგარიტა სიმონიანის გარემოცვაში გადაიხადა.

10 აგვისტოს სიგალი დონეცკში ჩავიდა, მსახიობმა ოლინოვკის დაბომბილი კოლონია დაათვალიერა.

კომენტარები