კორონავირუსი საქართველოში

COVID 19-ით გასულ 1 კვირაში 8 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 12 729 შემთხვევა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის [NCDC] ინფორმაციით, საქართველოში გასულ ერთ კვირაში კორონავირუსით 8 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 7 დღეში ქვეყანაში ჩატარდა 67 482 ტესტი და დადასტურდა 12 729 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 11 199 ადამიანი. 7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია 16.82%.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, საქართველოში დადასტურდა ინფიცირების 1 710 749 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 679 621 პაციენტი და გარდაიცვალა – 16 877.


ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, "ინფიცირების შემთხვევების სტაბილურად კლებადი მაჩვენებლის გამო", კორონავირუსის სტატისტიკის მონაცემები - ახალი შემთხვევების რაოდენობა, ინციდენტობა, დადებითობის მაჩვენებელი, გარდაცვალების შემთხვევები, ყოველკვირეულად ჯამდება და კვირაში ერთხელ, ყოველ სამშაბათს ქვეყნდება. 

კომენტარები