დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

გამყრელიძე: პოსტის დატოვება ჩემი და ჯანდაცვის მინისტრის ორმხრივი გადაწყვეტილებაა

გიდასტურებთ, რომ ნამდვილად მივდივარ. დღეს ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა იქნება. იმ საკითხებს გავივლით, რაც ყველაფრის ხავერდოვნად გადაბარებას ეხება. მოგეხსენებათ, ჩვენი ცენტრი ერთ-ერთი წამყვანი დაწესებულებაა. აქ ძალიან ბევრი საქმე კეთდება. ეს საქმეები მიშვებული რომ არ იყოს, გარდამავლი პერიოდის გეგმას დავსახავთ და ამის შემდეგ, მე ვტოვებ პოსტს. პოსტის დატოვება ჩემი და მინისტრის ორმხრივი გადაწყვეტილება იყო.

თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. 5 აგვისტოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ ამირან გამყრელიძე თანამდებობას პირადი განცხადების საფუძველზე ტოვებს. გამყრელიძის მოვალეობას დროებით ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია შეასრულებს.

კომენტარები