დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს დროებით თამარ გაბუნია უხელმძღვანელებს

ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილი ადასტურებს ინფორმაციას, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე თანამდებობას ტოვებს. მის მოვალეობას კი დროებით ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია შეასრულებს. ამის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა პალიტრანიუსის ეთერში ისაუბრა.

ჯანდაცვის მინისტრი ამირან გამყრელიძის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ დამატებით დეტალებზე არ საუბრობს. მისივე თქმით, გამყრელიძე პირადი განცხადების საფუძველზე ტოვებს თანამდებობას. უცნობია, სად გააგრძელებს NCDC-ის ხელმძღვანელი საქმიანობას.

კომენტარები