ტონგა

შერმანი: ტონგამ საკუთარი ბედი ჩინეთის ჩარევისგან დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს

ვენდი შერმანი
CFP

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ვენდი შერმანის თქმით, ტონგას ბედი არა ჩინეთმა, ან სხვა რომელიმე ქვეყანამ, არამედ თავად ტონგამ უნდა განსაზღვროს.

შერმანის თქმით, ტონგა გეოპოლიტიკურად მომგებიანი კუნძულია. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ქვეყანაში ვიზიტისას აღნიშნა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ფორმალური ურთიერთობების დამყარებამდე, ქვეყნები სწორედ ამ ტერიტორიაზე გავლენის მოპოვებისთვის ებრძოდნენ ერთმანეთს. 

"რატომ დაესხნენ იაპონელები თავს ტონგას? იმიტომ, რომ ეს არის სტრატეგიული კუნძული, რომელიც წყვეტს იმას, თუ ვის ექნება კონტროლი წყნარ ოკეანეზე. ეს ტერიტორია დღესაც მნიშვნელოვანია, ვინაიდან, როგორც თქვენთვის ცნობილია, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას აქ საკუთარი გავლენების გავრცელება და ინვესტიციების ჩადება სურს". - დასძინა შერმანმა. 

აშშ-სა და ჩინეთს შორის ვითარება დაიძაბა მას შემდეგ, რაც ამერიკელი მაღალჩინოსნები ტონგას ეწვივნენ. მაისში, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სამოასა და ტონგაში ჩავიდა, რასაც ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრის, პენი ვონგის წყნარი ოკეანის ქვეყნებში ვიზიტი მოჰყვა. 

აქამდე, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ტონგას პრემიერმინისტრსა და თავდაცვის მინისტრს, სიაოსი სოვალენს, ასევე მეფე ტუპუ VI-ს შეხვდა, სადაც მაღალჩინოსნებმა ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობის 50-წლიან ისტორიასა და ტონგაში აშშ-ს საელჩოს გახსნის შესახებ ისაუბრეს.

კომენტარები